12:45 საათი. რიცხვი: 17.05.2024. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. | აქ შეგიძლიათ განათავსოთ მორბენალი სტრიქონი ან აქლემი. :)
 
  საწყისი რეკლამა ფლეშ თამაშები ცხრილები Photoshop  
Emo Music-ისტორია და თანამედროვეობა

ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე რომელიც სრულდება კულმინაციით , ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.

ლირიკა პირადულია ზოგჯერ პოლიტიკურიც, მუსიკა მელოდიური და ზოგჯერ ქაოტური.

დღეისათვის ამ სტილის ქვე ჟანრებს მიეკუთვნება:

1) ემოკორი

2) ემო-ჰარდკორი

3) სკრიმო

4) ფრენჩ სკრიმო

ჟანრი სათავეს 80 იანი წლებიდან იღებს როცა ეგრედ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself-50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი პლეადა ჯგუფებისა რომლებიც სახლში მუშაობდნენ და გიტარიდან დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ, Do It Yourself ანუ DIY) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას emotion უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა, ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring მა დაუკრა რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა, შეიძლება ითქვას რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring“ ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü-ს ალბომი Zen Arcade რომელმაც მხარი აუბა Rites Of Spring ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია.

ემო მუსიკის პირველი ტალღა დაიწყო 1984 წელს და დასრულდა 1994 ში, პირველი ტალღის ემო ჯგუფებად ითვლებიან:

Gray Matter, Soulside, Ignition, Marginal Man, Fire Party, Rain, Shudder to Think

მეორე ტალღა დაიწყო 1994 ში და დასრულდა 2000 წელს, ამ პერიოდში მოხდა ემო მუსიკის პოპულარიზაცია, ემო გახდა ცნობადი ჟანრი.

ამ პერიოდის პოპულარული ჯგუფებია: Christie Front Drive, Braid, Boys Life

მესამე ტალღა 2000 წლიდან იწყება, ემო ჩამოყალიბდა როგორც პოპულარული სუბ კულტურა, ამ პერიოდში ემო მუსიკად მოიხსენიებენ პოსტ ჰარდკორ და პოპ პანკ ჯგუფებსაც

დღეისათვის ემო მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სმენადია ალტერნატიულ სცენაზე.
ავტორი: iloilo195 კომენტარები:(0) ნანახია:(673)





კომენტარები

ნავიგაცია

სამართავი ბლოკი

გამოკითხვა
საიდან ხარ?
სულ პასუხი: 183

მეგობრები

რეკლამა


 

 
 
 

 

მინი ჩათი
200

© 2004-2009 WwW.FeeT.Tk[FeeT AnD PaLaCH]
Designed By PaLaCH AnD FeeT
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები